აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ამერიკის იურისტთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 29 იანვარი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ამერიკის იურისტთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც ამერიკის იურისტთა ასოციაცია აღსრულების ბიუროს მრავალმხრივ დახმარებას გაუწევს.
ამ ეტაპზე პარტნიორი ორგანიზაცია ქართველ აღმასრულებლებს სტაჟიორთა ტესტირების პროცესის შეფასებისათვის საჭირო სპეციალურ პროგრამას გადასცემს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში კონკურსი 2009 წლის მარტშია დაგეგმილი. მასში მონაწილეობა შეეძლებათ როგორც იურისტებს, ისე - იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.