ჯაბა ებანოიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

თარიღი: 28 იანვარი 2009

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ჯაბა ებანოიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ჯ. ებანოიძე დაიბადა 1971 წლის 31 ოქტომბერს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გეოდეზიის ფაკულტეტი, იყო ამავე ფაკულტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
1995-1996 წლებში მუშაობდა ნაგებობათა დიაგნოსტირებისა და მონიტორინგის ცენტრში, 1997 - 1998 წლებში იყო შპს "ნეოსა" და შპს "გეოს" ამზომველთა ჯგუფის ხელმძღვანელი და გენერალური მენეჯერი.
1998-იდან 2006 წლამდე იყო სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროქტების დირექტორი, მენეჯერი, მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი.
1999 წელს ჯ. ებანოიძე დაინიშნა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორად, 2006 წლიდან კი, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ.