პატიმარი გარდაიცვალა

თარიღი: 21 იანვარი 2009

მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი იოსებ ბ. გარდაიცვალა. ექიმების პირველადი დასკვნით პატიმრის გარდაცვალების მიზეზი სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა. იოსებ ბ. ქურდობის მცდელობის (საქ. სსკ-ის 19-177მუხ. IIნაწ. "ბ"პ., III ნაწ. "გ"პ.) ბრალდებით იყო დაკავებული. მას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.