2008 წლის განმავლობაში სააგენტოს ვებ-გვერდით 221000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა

თარიღი: 15 იანვარი 2009

 

სააგენტოს ვებ-გვერდი, რომლის მისამართია www.napr.gov.ge  , განახლებული დიზაინით 2008 წლის აპრილის თვიდან ფუნქციონირებს.
2008 აპრილის თვიდან წლის ბოლომდე ვებ-გვერდის ვიზიტორთა რაოდენობამ 221000 მიაღწია.ვებ-გვერდისადმი დაინტერესებას მომხმარებელები საზღვარგარეთის ქვეყნებიდანაც იჩენენ . მაგ: ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, შვეციიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, დანიიდან, ნორვეგიდან.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ( www.reestri.gov.ge ) მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია იმ პროცედურების შესახებ, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციისას ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა სარეგისტრაციო სამსახურებთან ურთიერთობისას უნდა გაიარონ. ვებ-გვერდზე განთავსებულია ელეტრონული პროგრამების ბმულები, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ ელექტრონულად შემოიტანოს განცხადება და მიიღონ ამონაწერი, საკადასტრო რუქა, ცნობა ყადაღისა თუ საგადასახადო გირავნობის შესახებ, თუ ცნობა ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან. მომსახურების საფასურის გადახდაც ელექტრონულად, ვებ-გადახდის სისტემით არის შესაძლებელი.
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტით მოსარგებლე ყველა დაინტერესებული პირისთვის.
გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს სააგენტოს ვებ-გვერდზე შეუძლიათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სააგენტოში მიმდინარე პროცესებისა და თანამშრომელთა საქმიანობის შესახებ, გაეცნონ სარეგისტრაციო პროცედურებს, კანონებს და კანონპროექტებს.