სიღნაღში ქორწინების სახლში შარშან 387-მა წყვილმა იქორწინა

თარიღი: 08 იანვარი 2009

ქალაქ სიღნაღში ქორწინების რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა დიდია, ამის მიზეზი კი სიღნაღის ქორწინების სახლის მუშაობის 24-საათიანი რეჟიმით მუშაობაა.
2008 წელს „სიყვარულის ქალაქში" ქორწინების სურვილი 387-მა წყვილმა გამოთქვა. მათ შორის იყვნენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სიღნაღის ქორწინების სახლში მექორწინეები გვიან ღამეც მიდიან.
სიღნაღში ქორწინების სახლი 2007 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა. ქორწინების რეგისტრაციის მსურველი წყვილი სიღნაღის ქორწინების სახლს სტუმრობამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე უნდა დაუკავშირდეს ტელეფონის ნომერზე: 895247777.
სიღნაღში ქორწინების რეგისტრაციისა და ქორწინების მოწმობის გაცემისთვის სახელმწიფო ბაჟი 9 ლარს, ხოლო მომსახურების საფასური 50 ლარს შეადგენს.
სიღნაღში, კოსტავას ქ. №10-ში მდებარე ქორწინების სახლის რეკონსტრუქცია ქალაქის განვითარების გეგმის ნაწილი იყო. ქორწინების სახლის შენობა მე-19 საუკუნის I ნახევარშია აგებული და ისტორიულ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.