საქართველოში შარშან 65 ათასამდე ბავშვი დაიბადა

თარიღი: 06 აპრილი 2005

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების მიერ 2004 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ახლაშობილებზე გაცემულია 64 452 დაბადების მოწმობა, მათ შორის 18 667 არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაიბადა.
შარშან საქართველოში 17 553 წყვილის ქორწინება არის რეგისტრირებული, ამ პერიოდში განქორწინების რიცხვი კი 2 222-ს შეადგენდა.