საპატიმროში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინის" შეგზავნის მცდელობისათვის 21 წლის მამაკაცი დააკავეს

თარიღი: 10 იანვარი 2005

იუსტიციის სამინისტროს თბილისის №1 საპყრობილის საამანათოში დააკავეს 21 წლის ჰამლეტ ტ.-შვილი, რომელიც ეჭვმიტანილია საპყრობილეში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინის" შეგზავნის მცდელობაში.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილის შაკო აბუსერიძის ინფორმაციით, 1. 812 გრ. „ჰეროინი" ღორის შებოლილ ხორცში იყო დამალული და პატიმარ გიგა ბალავაძისათვის გადასაცემ ამანათში იდო.
ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ჰამლეტ ტ.-შვილი თბილისის №1 საპყრობილეში მოათავსეს.