საშობაო წირვა-ლოცვა რუსთავის №1 დაწესებულებაში

თარიღი: 07 იანვარი 2005

ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა დავითმა იუსტიციის სამინისტროს სასჯეაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის №1 დაწესებულების წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა, რომელსაც პატიმრებთან ერთად იუსტიცის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი ესწრებოდა.
„მინისტრის რანგში პირველ შობას ვხვდები და საჭიროდ ჩავთვალე იქ მივსულიყავი, სადაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ", - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
რამდენიმე წლის წინათ დაწესებულების ტერიტორიაზე აშენებული ტაძარი ორი წლის წინათ პატიმარმა ძმებმა მოხატეს. აქ წირვა-ლოცვა ყოველ შაბათ-კვირას აღევლინება და ეკლესიას პატიმართა შორის დიდი მრევლი ჰყავს. საშობაო წირვა-ლოცვისას მედავითნეობა ერთ-ერთმა პატიმარმა გასწია.