ამანათში ნარკოტიკი იპოვეს

თარიღი: 06 იანვარი 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილის საამანათოში 28 წლის ბადრი ჟ.-შვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც მის მიერ საპყრობილეში მიტანილ ამანათში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილის შაკო აბუსერიძის ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერება, 0.04 გრ. „სუბოტექსი" მოთავსებული იყო ამანათში ჩადებულ კარაქში.
ბადრი ჟ.-შვილმა ამანათი პატიმარ ვახტანგ გეგეჭკორს მიუტანა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.