საპყრობილეში მიტანილ ვაშლის ჯემში „მარიხუანა" აღმოაჩინეს

თარიღი: 06 იანვარი 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის №4 საპყრობილის საამანათო განყოფილებაში დააკავეს მოქალაქე ტარიელ ნ., რომლის მიერ საპყრობილეში მიტანილ ამანათში ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა" აღმოჩნდა.
საეჭვო ნივთიერება საპყრობილის თანამშრომლებმა ამანათში, პოლიეთილენის პარკში მოთავსებულ ვაშლის ჯემში, თეთრ ქაღალდში შეხვეული აღმოაჩინეს. სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო-კრიმინლისტიკურ ექსპერტიზის სამსახურის დასკვნით, აღმოჩენილი ნივთიერება 4.7 გრ. „მარიხუანაა".
ტარიელ ნ.-მ ამანათი თავის შვილს გია ნ.-ს მიუტანა.