იუსტიციის მინისტრი არასრუწლოვან პატიმრებს ეწვია

თარიღი: 31 დეკემბერი 2004

იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრუწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულების ბინადრებს 31 დეკემბერს ახალი წლის მისალოცად ეწვია.
მინისტრმა საპატიმროში მყოფ 19 მსჯავრდებულს ბედნიერი, წარმატებული ახალი წელი და თავისუფლება უსურვა.
პატიმრებს საჩუქრად ხილი, ტკბილეული და პირადი მოხმარების საგნები გადასცეს.
როგორც დაწესებულების დირექტორმა ხათუნა ჯაპავამ აღნიშნა, საპატიმროში ახალი წლის სამზადისია. 2005 წელს არასრუწლოვანი პატიმრები ფეირვერკით შეხვდებიან, რომელიც მათთვის დირექციამ შეიძინა.