საპყრობილის თანამშრომელი ციხეში აკრძალული ნივთების შეტანისას დააკავეს

თარიღი: 29 დეკემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს თბილისის №1 საპყრობილის სამედიცინო ნაწილის თანამშრომელი ქალი, რომელსაც საპატიმროში 6 ფლაკონი სპირტი (სულ 1,5 ლიტრი), 10 ცალი ერთჯერადი შპრიცი და ორი ცალი მობილური ტელეფონი შეჰქონდა.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილის შაკო აბუსერიძის ინფორმაციით, ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს.