ნარკოტიკი მაკარონში აღმოაჩინეს

თარიღი: 29 დეკემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილეში დააკავეს 26 წლის იური ჯ.-შვილი, რომელიც ციხეში ნარკოტიკული ნივთიერების შეგზავნის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილის შაკო აბუსერიძის ინფორმაციით, იური ჯ.-შვილმა საპყრობილეში მყოფ ბრალდებულ ჯაბა ბ.-შვილს ამანათი მიუტანა, რომლის შემოწმებისას, მაკარონში ჩადებული აღმოჩნდა რამდენიმე აბი, 0.7 გრ. ნარკოტიკული ნივთიერება „სუბოტექსი".