ბალიშში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს

თარიღი: 27 დეკემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილეში დააკავეს 31 წლის დავით მ.-შვილი, რომელიც საპატიმროში ნარკოტიკის შეგზავნის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილის შაკო აბუსერიძის ინფორმაციით, ნარკოტიკიკული ნოივთიერება, 0.04 გრ. „ჰეროინი" აღმოჩნდა ბალიშში, რომელიც დავით მ.-შვილმ საპყრობილეში პატიმარ ზვიად გოგატიშვილთან მიიტანა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე პროკურატურამ აღძრა.