29 წლის მამაკაცი საპატიმროში ნარკოტიკის შეტანის მცდელობისას დააკავეს

თარიღი: 24 დეკემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის №2 დაწესებულებასთან 24 დეკემებერს, 00.30 საათზე დააკავეს 29 წლის თამაზ დ., რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩინდა ე.წ. „სკოტჩით" შეხვეული, მცირე ზომის პოლიეთილენის პარკში ჩადებული 0.18 გრ. ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი".
დაკავების ოპერაცია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და რუსთავის პოლიციის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილის შაკო აბუსერიძის ინფორმაციით, თამაზ დ. მაშინ დააკავეს, როდესაც ის საპატიმროში შესვლას ცდილობდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე რუსთავის პროკურატურამ აღძრა.