იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება დამტკიცდა

თარიღი: 22 დეკემბერი 2004

იუსტიციის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის ბრძანებით დამტკიცდა იუსტიციის სამინისტროს რეორგანიზებული სტრუქტურული ქვედანაყოფის - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება, რომელიც 2004 წლის 10 დეკემბრიდან ამოქმედდა.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრისა და შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტიზის სამსახურების ბაზაზე შეიქმნა. ეს სტრუქტურული ცვლილება სისტემის უკეთ მართვისა და ექსპერტიზის სფეროში ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებისათვის გახდა აუცილებელი.
იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უფლაბამოსილია განახორციელოს: დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზა; ხელნაწერებისა და ხელმოწერების ექსპერტიზა; ბალისტიკური ექსპერტიზა; ტრასოლოგიური ექსპერტიზა; ავტო-ტექნიკური, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტოსასაქონლო ექსპერტიზა; კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო, პომეოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზა; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა; ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზა; ნივთიერებების, მასალებისა და ნაკეთობების ექსპერტიზა; მცენარეული ობიექტების ექსპერტიზა; ნავთობპროდუქტების ხარისხის ექსპერტიზა; კვების პროდუქტების, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის ექსპერტიზა; საინჟინრო - ტექნიკური ექსპერტიზა; სამედიცინო ექსპერტიზა; ჰისტოლოგიური ექსპერტიზა; ფიზიკო - ტექნიკური ექსპერტიზა; სამედიცინო - ქიმიური ექსპერტიზა; ფსიქიატრიული შემოწმება და ექსპერტიზა; ნარკოლოგიური შემოქმება და ექსპერტიზა.
ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი და იურიდიუული პირის სხვა ატრიბუტები. მას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ნიშნავს. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროზე კონტროლს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს.