სკოლის მოსწავლეებმა თბილისის №1 საპყრობილეში სიკვდილმისჯილთა საკნები დაათვალიერეს

თარიღი: 22 დეკემბერი 2004

თბილისის 157-ე საშუალო სკოლის მე-9 - მე-11-ე კლასის მოსწავლეები დღეს თბილისის №1 საპყრობილეში იმყოფებოდნენ, სადაც სიკვდილმისჯილთა საკნები და ის ოთახი მოინახულეს, სადაც სიკვდილით დასჯის განაჩენი აღსრულდებოდა.
სასიკვდილო განაჩენის აღსრულების საკანი 2001 წელს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობისას, სამუზეუმო ოთახად იქცა.
სიკვდილის დასჯის განაჩენი საქართველოში უკანასკნელად 1995 წელს აღსრულდა, როდესაც 7 მსჯავრდებული ერთდროულად დახვრიტეს. ამ წელს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოცხადდა, ხოლო 1998 წელს სასჯელის ეს ფორმა საქართველოში საერთოდ გაუქმდა.