ქართლ-ოსური კონფლიქტისას დაზარალებული მოსახლეობის ქონებრივი უფლებების აღდგენის თაობაზე კანონპროექტი არასამთავრობო სექტორში იხილება

თარიღი: 20 დეკემბერი 2004

არასამთავრობო სექტორში მიმდინარეობს „ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაზარალებულთა ბინადრობისა და საკუთრების რესტიტუციის შესახებ" კანონპროექტის განხილვა. იუსტიციის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის ინფორმაციით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ მომზადებულ კანონპროექტში საუბარია კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქონებრივი უფლებების აღდგენაზე. „კანონპროექტის მიზანია სამართლიანობის აღდგენა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ამ პროცესში ოსური მხარის ჩართვას ითვალისწინებს", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
კანონპროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, შეიქმნება ქონებრივი და საკუთრების რესტიტუციის საკითხების მარეგულირებელ ორგანო - ბინადრობისა და ქონებრივ საკითხთა კომისია, რომლის შემადგენლობაში სამ - სამ წევრს დანიშნავენ საქართველოს პრეზიდენტი, ოსური მხარე და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი.
კანონპროექტის განხილვა დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში", სახალხო დამცველის ოფისის ინიციატივით შედგა. პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს თვეებში წარედგინება. „გარდა მოსახლეობის ქონებრივი უფლებების აღდგენისა, ერთობლივი საკანონმდებლო სიახლე იქნება წინაპირობაა იმისა, რომ ქართულ და ოსურ მხარეს შორის პოლიტიკური დიალოგი ახალ ფაზაში შევიდეს და კონფლიქტი საბოლოოდ გადაწყდეს", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.