არასრუწლოვან პატიმრებს სტუმრად ცნობილი სპორტსმენები ჰყავდათ

თარიღი: 18 დეკემბერი 2004

თბილისის მერიის სპორტის საქალაქო სამსახურის ინიციატივით არასრუწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებას დღეს 25 ცნობილი სპორტსმენი ეწვია, მათ შორის მზია ჯუღელი, რობერტ შავლაყაძე, ნესტორ ხერგიანი, ვახტანგ ბალავაძე, არჩილ არველაძე, ნინო კვირკველია, ნარგიზა მესხი, ლევან ხერხეულიძე და სხვები.
არასრუწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების დირექტორის ხათუნა ჯაპავას ინფორმაციით, სტუმრებმა არასრუწლოვან პატიმრებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი, სპორტული ტანსაცმელი და ტკბილეული მიუტანეს.
დაწესებულებაში ამჯამად 16 არასრუწლოვანია, მათ შორის ყველაზე პატარა 14 წლისაა.