ეგვიპტეში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროსთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა

თარიღი: 15 დეკემბერი 2004

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ეგვიპტის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ელექტრონული ბიზნესის ინსტიტუტში საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომელთათვის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროში ორკვირიანი ტრენინგი გაიმართა.
ტრეინინი ორგანიზებული იყო ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დსთ-ს ქვეყნებთან ტექნიკური თანამშრომლობის ეგვიპტური ფონდის მიერ.
ტრენინგში საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურის 14 თანამშრომელი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ იუსტიციის სამინისტროს სამართლებირივი ინფორმატიზაციის სამმართველოს უფროსი ზაზა იტრიაშვილი, იუსტიციის სამინისტროს კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი ზურაბ ბიწაძე და საერთაშორისო დეპარტამენტის თანამშრომელი ირინა ქურდაძე. ასევე, საგარეო საქმეთა, უშიშროების, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის, შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურების წარმომადგენლები.
იტრიაშვილის ინფორმაციით, ტრენინგზე განიხილეს შემდეგი თემები: ინფორმაციული ტექნოლოგიები და კომუნიკაციები, ინტერნეტ-სერვისი; ელექტრონული კომერცია; ანგარიშსწორება ინტერნეტის მეშვეობით; ელექტრონული მმართველობა და ელექტრონული მთავრობა.
ტრენინგის ფარგლებში მისი მონაწილეები გაეცნენ ეგვიპტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამინისტროს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისისა და ეგვიპტის ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიების მუშაობას. მათვე მოინახულეს კაიროსთან მდებარე სმარტვილიჯი, სადაც განთავსებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი ძირითადი კომპანიების (Microsoft, Alcatel, Vodafone და სხვ.) ოფისები.