პოეზიისა და იუმორის საღამო რუსთავის №2 დაწესებულებაში

თარიღი: 12 დეკემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის №2 დაწესებულებაში 12 დეკემბერს პოეზიისა და იუმორის საღამო გაიმართა, რომლის ორგანიზატორი დაწესებულების დირექტორი დავით გოგოლაძე და თავად საღამოს მონაწილენი იყვნენ.
დავით გოგოლაძის თქმით, მსჯავრდებულებისათვის ლექსებსა და პაროდიებს კითხულობდნენ პოეტი და ჟურნალისტი ვანო ცინცაძე, პოეტები იური ჯინჭარაძე და საქართველოს მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მარინე ცხვედიაშვილი, ასევე მსახიობი მაია რაზმაძე.
დაწესებულების დირექტორის თქმით, დაწესებულების ბინადარნი ღონისძიებით კმაყოფილნი დარჩნენ.