საპყრობილეში მიტანილ ფუნთუშაში ნარკოტიკი იპოვნეს

თარიღი: 10 დეკემბერი 2004

თბილისის №1 დაპყრობილის საამანათო განყოფილებაში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული ინფორმაციის რეალიზაციის საფუძველზე დააკავეს 49 წლის ნატო თ.-ძე, რომელიც ცდილობდა, ამანათის მეშვეობით შეეგზავნა 3 გრ. ნარკოტიკული ნივთიერება „ოპიუმი" თავისი შვილისთვის, 25 წლის გიორგი თავდუმაძისათვის.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილის შაკო აბუსერიძის ინფორმაციით, ნარკოტიკი ამანათში ჩადებულ ფუნთუშაში იყო მოთავსებული.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.