მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ნარკოტიკის შეტანის მცდელობა აღკვეთეს

თარიღი: 09 დეკემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მსჯავრდებულთა და პატიმართა და სამკურნალო დაწესებულებაში მთაწმინდა-კრწანისის რაიონის პოლიციამ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 20 წლის ელენე ა.-შვილი დააკავეს, რომელსაც პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი, 1 აბი „სუბოტექსი" აღმოუჩინეს.
ელენე ა.-შვილი მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში შვიდჯერ ნასამართლევ, 33 წლის გიორგი კალანდაძესთან, მეტსახელად „ჩიჟიკასთან" პაემანზე შედიოდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას მთაწმინდა - კრწანისის რაიონის პოლიცია ატარებს.