რუსთავის №6 საპყრობილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 09 დეკემბერი 2004

იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა, ევროკოსმიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ტორბენ ჰოლცემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლანს კლარკმა იუსტიციის სამინისტროში დღეს ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც პენიტენციარული სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ, რუსთავის №6 საპყრობილის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
იუსტიციის მინისტრის აპარატის უფროსის ირაკლი კვაშილავას ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში რუსთავის №6 საპყრობილის რეაბილიტაციისათვის 1 მლნ. 200 ათასი ევრო არის გათვალისწინებული, ხოლო 500 ათასი ევრო მოხმარდება სასჯელაღსრულების სისტემის მუშაკთათვის სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და №6 საპყრობილის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.
რუსთავის საპყრობილის რეაბილიტაციის პროექტი 2005 წლის იანვარში ამუშავდება და, სავარუდოდ, 2005 წლის ივლისში დასრულდება.