საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდა 910 კონკურსანტიდან 804-მა წარმატებით ჩააბარა

თარიღი: 08 დეკემბერი 2004

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის პირველი ტური - წერითი გამოცდა მასში მონაწილე 910 კონკურსანტიდან 804-მა წარმატებით გაიარა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ქიმიისა და ფიზიკის აუდიტორიებში 5 დეკემბერს ორ ეტაპად ჩატარებულ გამოცდაზე 1080 კონკურსატიდან 910 გამოცხადდა. ოთხი მათგანი გამოცდიდან წესების დარღვევისათვის გააძევეს.
კონკურსატებს, 100 კითხვისათვის მინიმუმ 75 სწორი პასუხი უნდა გაეცათ.
გამოცდის მეორე ტური 12 დეკემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ის კონკურსანტები, რომელთაც იუსტიციის სამინისტროში საბუთების ჩაბარებისას მიენიჭათ №1081-დან №2200-ის ჩათვლით.
რაც შეეხება უკვე ტესტირებაგავლილ კონკურსანტებს, ისინი კონკურსის მეორე ეპატზე გავიდნენ, სადაც გასაუბრების შემდეგ საბოლოოდ შეირჩევიან კანდიდატები ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. გასაუბრების თარიღი 2005 წლის იანვარში გახდება ცნობილი.