ყოფილი თანამდებობის პირების დაუსაბუთებელი ქონება სახელმწიფოს გადაეცა

თარიღი: 07 დეკემბერი 2004

ყოფილი თანამდებობის პირების - ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორს ლევან მამალაძის, ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელს ლევან კენჭაძის, აგრალური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის ნაპოლეონ ქარქაშაძისა და აჭარის ა/რ უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილის გოგი კუპრეიშვილსათვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სტეფანე თუმანიშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, სააღსრულებო დეპარტამენტის მიერ ყოფილი თანამდებობის პირებისა და მათი ნათესავებისათვის ჩამორთმეული დაუიბუთებელი ქონება სახელმწიფოს გადაეცა და ეკონომიკური დეპარტამენტის საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში შევიდა.
თუმანიშვილის ინფორმაციით, საქართველოს უზენაესი და თბილისის საოლქო სასამართლოების გადაწყვეტილებით ჩამოერთვათ:
ნაპოლეონ ქარქაშაძეს - თბილისში, ლვოვის №20-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა; ბანკ „რესპუბლიკაში" საბანკო ანგარიშებზე არსებული 45 ათასი აშშ დოლარი; ავტომანქანა „მერსედეს ბენცი"; ნაპოლეონ ქარქაშაძის ქალიშვილის ქეთევან ქარქაშაძეს - თბილისში, ყაზბეგის №36-ში მდებაერე საცხოვრებელი ბინა; ნაპოლეონ ქარქაშაძის სიძეს, შერმადინ კიკნაველიძეს - ავტომანქანები „ნისანი" და „ფოლცვაგენ პასატი".
ლევან კენჭაძის დედას, რუსუდან კენჭაძეს - 0.15 ჰექტარი მიწის ფართობი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი სოფელ დიღომში; ლევან კენჭაძისა და მისი დის, ნუნუ კენჭაძის კუთვნილი, თბილისში, ბროსეს ქუჩაზე მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 227 კვ.მ. და მასზე არსებული შენობა - ნაგებობების 1/5 ნაწილი (მშენებარე სასტუმრო).
გოგი კუპრეშვილს - აბაშის რაიონის სოფელ წყემში მდებარე კუთვნილი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა - ნაგებობები; გოგი კუპრეიშვილის შვილის მარიკა კუპრეიშვილს - ბათუმში ერას ქუჩა №10 და №11 მდებარე საცხოვრებელი ბინები. გარდა ამისა, სასამართლომ გოგი კუპრეიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს დააკისრა დაუსაბუთებელი ქონების რეალიზაციით მიღებული 138 572 ლარისა და 25 ათასი აშშ დოლარის გადახდა.
ლევან მამალაძეს - თბილისში, ატენის ქუჩა №6-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა; ლევან მამალაძის მშობლებს - სასოფლო - სამეურნეო ნაკვეთები გარდაბნის რაიონის სოფელ შინდისსა და წავკისში, 6 ოთახიანი საცხოვრებელი ბინა და ნაკვეთი გარდაბნის რაიონის დაბა კოჯორში.