ჩხრეკა თბილისის №1 საპყრობილეში

თარიღი: 06 დეკემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილეში ერთ-ერთ კორპუსში, ე.წ. „კრიტში" აკრძალული ნივთების ამოღების მიზნით იუსტიციის სამინისტროს სპეცდანიშულების რაზმის წევრებმა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.
საკნებისა და პატიმრების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 6 მობილური ტელეფონის აპარატი, 25 მობილური ტელეფონის დამტენი 9 დანა, 5 ჩანგალი, ბრტყელტუჩა, ხერხი, რკინის სხვადასხვა ზომის 5 ცალი ნაჭერი, მაკრატელი და სხვა.