საჯარო რეესტის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობის მსურველებს ტესტირებს ჩატარდათ

თარიღი: 05 დეკემბერი 2004

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ქიმიისა და ფიზიკის აუდიტორიებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის პირველი ტური - წერითი გამოცდა ჩატარდა, რომელშიც 1000-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა. ტესტირების შედეგები სამ დღეში გახდება ცნობილი.
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე გურეშიძის განცხადებით, კონკურსატებმა პირველ ეტაპზე წარმატებისათვის 100 ტესტიდან 75-ზე სწორი პასუხი უნდა გასცენ. ტესტირებაგავლილი კონკურსანტები კონკურსის მეორე ეპატზე გავლენ, სადაც გასაუბრების შემდეგ საბოლოოდ შეირჩევიან კანდიდატები ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
მიწის მართვის დეპარტამენტის ბაზაზე იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის საჯაროდ გამოცხადებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. საკონკურსო კომისიის მონაცემებით, 600 ვაკანტურ თანამდებობის დაკავებას 2200-ზე მეტი კონკურსანტი ცდილობს, მათ შორის არიან საჯარო რეესტრის სამსახურების ამჟამინდელი თანამშრომლები.
ტესტირების მეორე ტური 12 დეკემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ის კონკურსანტები, რომელთაც საბუთების ჩაბარებისას მიენიჭათ №1081-დან №2200-ის ჩათვლით.
ეკატერინე გურეშიძის თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ვაკანტური ადგილების დასაკავებელ კონკურსში ყველა კონკურსანტი თანაბარ პირობებში იქნება ჩაყენებული, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი დღეისათვის ამ სისტემაში.