პატიმართან პაემანზე მისული ციხეში ნარკოტიკის შეტანის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

თარიღი: 30 ნოემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და თბილისის №1 საპყრობილეში, №1 საგუშაგოსთან დააკავეს ჭიათურელი, 26 წლის იმედა ს.-ძე, რომელიც ციხეში ნარკოტიკის შეტანაშია ეჭვმიტანილი.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილის შაკო აბუსერიძის ინფორმაციით, დაკავებული თბილისის №1 საპყრობილეში მოთავსებულ პატიმარ მურად ბ.-ძესთან პაემანზე იყო მისული. საგუშაგოზე შემოწმების შედეგად იმედა ს.-ძეს შარვლის ჯიბეში 7 ცალი მოლურჯო ფერის, სამკუთხა ფორმის აბი აღმოაჩნდა, რომელის ნარკოტიკულ ნივთიერება „მეტამფენატიმებს" შეიცავს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას ატარებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახური.