მიწების იჯარისა და გაყიდვის პრობლემებს კონფერენცია მიეძღვნება

თარიღი: 30 ნოემბერი 2004

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და გერმანიის აგრო-სატყეო საპრივატიზაციო სააგენტო BVVG-ს ორგანიზებით 30 ნოემბერს სასტუმრო „თბილისი მერიოტში" ორდღიანი კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის თემაა „საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარის და გაყიდვის ინსტიტუციური, ორგანიზაციული და საკანონმდებლო სტრუქტურა".
ღონისძიების მიზანია საქართვველოში პრივატიზაციის პროცესის ძირითადი მიმართულებების გაანალიზება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული პრივატიზაციის კონცეფციის განხილვის საფუძველზე და პრივატიზაციის სფეროში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის წარმატებული გამოცდილების გაცნობა და პრაქტიკის გაზიარება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მინისტრი ზურაბ მელიქიშვილი, იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი კახა ბენდუქიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თამარ ლებანიძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით ეგიაშვილი, არასამთავრობო სექტორის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.