რესპუბლიკის მოედნის განვითარების ფონდი იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა

თარიღი: 15 ნოემბერი 2004

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა რესპუბლიკის მოედნის განვითარების ფონდი, რომლის მიზანი თბილისის რესპუბლიკის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გენერალური გეგმის შექმნისათვის საკონკურსო დავალებებისა და პირობების შემუშავება და კონკურსის ადმინისტრირებაა.
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის გია გოგიბერიძის თქმით იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციით ფონდს უფლება მიეცა, ლეგალურად შეუდგეს დასახული მიზნების განხორცილებას.