მედიკოსები 60 ლარს სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლისათვის აღარ გადაიხდიან

თარიღი: 11 ნოემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროში სამართლებრივი ექსპერტიზა გაიარა და დადებითი დასკვნა მიიღო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების პროექტმა, რომელიც ექიმების სავალდებულო სერტიფიცირებისათვის 60 ლარის გადახდის წესის შეცვლას ითვალიწინებს. ახალი ბრძანებით ცვლილება შევა მინისტრის 2000 წლის 9 ნოემბრის ბრძანებაში, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლისათვის, სხვა დოკუმენტებთან ერთად, აუცილებელ პირობად ადგენდა სასერტიფიკაციო გამოცდების ხარჯების დაფარვის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას.
იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ დეკანოიძის ინფორმაციით, ბრძანებულებაში ცვლილების შესვლის შემდეგ ექიმები 60 ლარიან მოსაკრებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიან, თუ გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ, ანუ ფასიანი იქნება არა გამოცდა, როგორც აქამდე იყო, არამედ სერტიფიკატი, რომელიც გამოცდის წარმატების გავლის შემთხვევაში გაიცემა.