ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებები გაიჩხრიკა

თარიღი: 11 ნოემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის №7 და ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულებებში აკრძალული ნივთების ამოსაღებად იუსტიციის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 11 ნოემბერს ჩხრეკა ჩაატარეს.
ქსნის №7 დაწესებულებიდან ამოღებულია 5 ცალი მობილური ტელეფონი, 20 მობილური ტელეფონის დამტენი, 24 ჩანგალი, 4 ჩაქუჩი, 14 დანა, 2 შეკვრა პურის საფუარი, 4 მაკრატელი, 2 შტირი, 7 სადგისი, 40 ბანქო, 8 ქლიბი, რკინის 7 ნაჭერი, 2 ხერხი, 25 შპრიცი.
ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულებაში აღმოჩნდა 3 ცალი მობილური ტელეფონი, 6 მობილური ტელეფონის დამტენი, 5 დანა, 8 ჩანგალი, ბანქოს 8 დასტა, 2 ბრტყელტუჩა, 4 ქლიბი, 4 კამათელი.