ნოტარიუსთა დღე აღინიშნა

თარიღი: 07 ნოემბერი 2004

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 7 ნოემბერს ნოტარიუსთა პროფესიული დღე წლეულს მესამედ აღნიშნა. ეს დღე ქრისტიანულ დღესასწაულს - წმინდა მოწამეების - მარკიანესა და მარტვილის ხსენების დღე უკავშირდება, რომლებიც ნოტარიუსის მორჩილებას ჩვ. წ.აღ.-მდე მე-4 საუკუნეში, კონსტანტინოპოლში აღასრულებდნენ. საეკლესიო პირები - მაკრიანე და მარტვირი სასულიერო ლიტერატურას იწერდნენ და ეპისტოლეებს წერდნენ, ანუ, მაშინდელი ნოტარიუსები იყვნენ. მაკრიანე და მარტვირი მოწამეობრივად აღესრულნენ და ქრისტიანულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა.

ნოტარიუსების დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი მამა გიორგიმ აღავლინა. მისივე კუთხევით ორი წლის წინათ მოიხატა წმინდა მაკრიანესა და წმინდა მარტვირის ხატი, რომელიც ნოტრიუსთა პალატაში არის დასვენებული. დღევანდელი პარაკლისისას ხატი სიონის საკეთედრო ტაძარში გადაასვენეს.
დღესვე ნოტარიუსთა პალატის წევრებმა არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მოინახულეს და საჩუქრად მიუტანეს ფერადი ტელევიზორი, თბილი ტანსაცმელი, ტკბილეული, საფეხბურთო ბურთები და სხვა.
ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელი დავით ოყროშიძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე გურეშიძე ნოტარიუსებთან ერთად ძეგვის ბავშვთა სახლს ეწვივნენ. ნოტარიუსებმა მიუსაფარ ბავშვებს სამი კვირისათვის საკმარისი სურსათი, ხოლო მინისტრის პირველმა მოადგილემ სათამაშოები გადასცა.