გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონეზე.
ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიაში, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვან ორგანოს წარმოადგენს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის პროცესში, საქართველო წარმოდგენილია იუსტიციის მინისტრის მოადგილის სახით. საქართველოში ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის საკონტაქტო პირად (National Focal Point) განსაზღვრულია იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი.
საქართველოში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ხელს უწყობს ეროვნულ დონეზე გენდერული თანასწორობის კომისიის 2014-2017 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული შემდეგი 5 მიზნის შესრულებას:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი  ამზადებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ პერიოდულ ანგარიშებს.