2014 წლიდან საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მიუსაფარ ბავშვებზე - ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე 18 წლამდე ასაკის პირებზე ზრუნვა.

მიუსაფარი ბავშვების უფლებების რეალიზაციისა და მათი სხვადასხვა სოციალურ თუ სამედიცინო სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის მიზნით 2014 წლის 14 ნოემბერს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.

მიუსაფარ ბავშვებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავდა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2015 წელის 23 დეკემბრის  სხდომაზე მოწონებულ და დამტკიცებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2015 წლის 15 იანვარს.

საკანონმდებლო ცვლილებები უზრუნველყოფს ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისათვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის მოწესრიგებას, მათთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობას, მათი უფლებების დაცვასა და მათ მიმართ განხორციელებული  ნებისმიერი სახის ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის როლის გაძლიერებას.