2015 წლის 24 დეკემბერი - ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა:
შეხვედრის მიზანი იყო ანტიკორუფციული პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის განხილვა. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ ჯგუფის წევრებს საბჭოსა და ადგილობრივი თვითმართველობას შორის თანამშრომლობის მექანიზმის შესახებ დოკუმენტი წარუდგინა. დოკუმენტის განხილვის შემდგომ დისკუსია გაიმართა კონკრეტულ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ უცხო ქვეყნების გამოცდილების შესწავლის მიზნით მოამზადონ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის შესახებ კვლევა. გარდა ამისა, ჯგუფის გადაწყვეტილებით შეიქმნა ვიწრო სამუშაო ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თანამრომლობის მექანიზმის შემდგომი განვითარებასა და მისი იმპლემენტაციის ხელშეწყობაზე. ადგილობრივ თვითმმართველობების თემატიკაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა დაგეგმილია 2016 წლის თებერვალში.