საერთაშორისო ორგანიზაციები

საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ანტიკორუფციული მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ყველაზე აქტიური და მუდმივი თანამშრომლობა მას აკავშირებს ევროპის საბჭოს ფარგლებში შექმნილ კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფთან (GRECO), ეკონომოკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD), ევროპის საბჭოს ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობასთან (EaP) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთან  კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის ფარგლებში (UNCAC). აღნიშნული ორგანიზაციები წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით აფასებენ საქართველოს კანონმდებლობასა და მის ანტიკორუფციულ პოლიტიკას, ხოლო შემდგომ შეფასების საფუძველზე შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს ამ მიმართულებით განსახორციელებელ საკანონმდებლო და/ან ინსტიტუციონალურ რეფორმებთან დაკავშირებით. რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი მიმდინარეობს აღნიშნულ ორგანიზაციებისათვის შესაბამისი ანგარიშების წარდგენის გზით.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით, ანტიკორუფციულმა საბჭომ აღნიშნული რეკომენდაციები ასახა საქართველოს 2010-2013 წლების ეროვნულ ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაში. ამასთანავე, ახალი 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ანტიკორუფციული საბჭო გაითვალისწინებს ზემოაღნიშნული ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და მათ მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო დოკუმენტებს.
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) მესამე რაუნდის შესრულების შეფასების ანგარიში
  • ეკონომოკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონვენციის ფარგლებში საქართველოს შეფასების ანგარიში (UNCAC)