იმიტირებული სასამართლო პროცესი
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე
 
2014 წლის 1 ივნისს გაიმართა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალი. პროექტი განხორციელდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან, სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრთან“, სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან“, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“  და „სამოქალაქო განვითარები სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

შეჯიბრში მონაწილეობდა თსუ-ს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის,  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, კავკასიის სამართლის სკოლის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან შემდგარი ხუთკაციანი გუნდები.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კავკასიის სამართლის სკოლისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდები. შეჯიბრის გამარჯვებული გახდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი, ხოლო საუკეთესო მომხსენებლებად დასახელდნენ ოლეგ თორთლაძე (კავკასიის სამართლის სკოლა), ანა ჭაია (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი) და ნათია ჯანელიძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

გამარჯვებული გუნდის წევრები სტაჟირებას გაივლიან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში“.