ღია მმართველობა საქართველო საჯარო კონსულტაციები 2014

2014 წლის 15 მარტიდან მთავრობა საჯარო კონსულტაციებს იწყებს საქართველოს მასშტაბით.

შეხვედრები ორგანიზებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მომდევნო ორი წლის მანძილზე მთავრობის მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ღია და მონაწილეობითი მმართველობის უზრუნველყოფას ემსახურება. გარდა ამისა, შეხვედრის მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, მათი მოსაზრებების, იდეების შეკრება, რათა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები პასუხობდეს და შეესაბამებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებს.

საქართველო, მსოფლიოს 63 სახელმწიფოსთან ერთად საერთაშორისო მოძრაობის - ღია მმართველობის პარტნიორობის წევრია. როგორც ამ ინიციატივის წევრი ქვეყანა, მთავრობა შეიმუშავებს ორწლიან სამოქმედო გეგმას, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე 2014 წლის ივნისში წარადგენს. პარტნიორობის ფუნდამენტური ღირებულებებია ღიაობა, გამჭვირვალობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა სამოქმედო გეგმის შემუშავებას სამოქალაქო და ფართო საზოგადოებასთან მჭიდრო კონსულტაციების მეშვეობით ახორციელებს. საჯარო კონსულტაციები სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართება. 

შეხვედრები დაგეგმლია თბილისში, ასევე კახეთის, ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა ქალაქებში.

კონსულტაციები 15 მარტს კახეთის რეგიონით იწყება და 15 აპრილამდე გაგრძელდება.


ღია მმართველობა საქართველოს 2014 წლის საჯარო კონსულტაციების განრიგი

კახეთი

  • თელავი
    გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული უნივერსიტეტის ქუჩა N1), 15 მარტი 11:00-13:00
         დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ვაჟა–ფშაველას ქ. 3), 15 მარტი, 15:00-17:00
  • საგარეჯო
    დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (რუსთაველის ქ. 240 ), 15 მარტი, 11:00-13:00
  • სოფელი შაშიანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
    საზოგადოებრივი ცენტრი, 15 მარტი, 12:00-14:00
ქართლი
  • გორი
    დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (სტალინის ქ. 7), 17 მარტი, 12:00-14:00
  • რუსთავი
   დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (კოსტავას ქ. 22), 19 მარტი, 11:00-13:00
  • მარნეული
  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (გიორგაძის ქ. 1), 19 მარტი, 11:00-13:00


თბილისი
  • ყვარელი
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (ილიას გორა), 20 მარტი
შეხვედრა ჟურნალისტებთან

იმერეთი
  • ქუთაისი
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (პუშკინის ქ. 6), 22 მარტი, 12:00-14:00
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თამარ მეფის ქ. 59), 16:00-18:00
  • სოფელი ხევი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი), საზოგადოებრივი ცენტრი, 22 მარტი, 12:00-14:00

მცხეთა-მთიანეთი
  • მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (მამულაშვილის ქ. 12), 28 მარტი, 14:00-16:00
სამეგრელო
  • ზუგდიდი
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (რუსთაველის ქ. 52), 29 მარტი, 12:00-14:00
 
შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ჯანაშიას ქ. 14), 29 მარტი, 16:00-18:00

გურია
  • ოზურგეთი
USAID, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ჭავჭავაძის ქ. 4), 5 აპრილი, 14:00–16:00
 
აჭარა
  • ბათუმი
USAID, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ფარნავაზ მეფის ქ. 62-64), 10 აპრილი, 16:00-18:00
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 11 აპრილი, 13:00-15:00
 
სამცხე-ჯავახეთი
  • ახალციხე
USAID, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (მანველიშვილის ქ. 9), 12 აპრილი, 13:00-15:00
 
თბილისი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), 11 აპრილი, 15:00-17:00
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, (I კორპუსი, I სართული, საკონფერენციო დარბაზი), 16 აპრილი, 14:00-16:00
 

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა
მრგვალი მაგიდა „ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში“
იუსტიციის მინისტრი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტში მონაწილეობს