ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სამოქმედო გეგმას.

2006 წლიდან მოყოლებული  შემუშავებულ იქნა 2006-2007, 2007-2009, 2009-2011, 2011-2012, 2013-2014 და 2015-2016 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმები.  2016 წლის 15 დეკემბერს საბჭოს სხდომაზე დამტკიცებულ იქნა 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა. გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

2017-2018 წლების ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა შემუშავებულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით. სამოქმედო გეგმა ეყრდნობა იმ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა, ადამიანით ვაჭრობის პრევენცია, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვა/დახმარება, ტრეფიკინგის დანაშაულზე ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება და სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ასევე, ტრეფიკინგის პოლიტიკის განვითარებასა და ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას.


2015 -2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2 წლიანი ანგარიში -(ENG)
2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ორწლიანი ანგარიში
2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა

 
2013-2014 წლების სამოქმედო გეგმა
სამოქმედო გეგმის 6 თვიანი ანგარიში
სამოქმედო გეგმის შესრულების მეორე პერიოდული ანგარიში
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის 6თვიანი ანგარიში
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა