სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფები
სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფები
სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები შემდეგი მიმართულებებით:
-    არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
-    პენიტენციური სისტემა
-    პრობაცია
-    იურიდიული დახმარება
-    სისხლის სამართლის კანონმდებლობა
-    პოლიცია
-    სასამართლო
-    პროკურატურა
-    სტატისტიკა

სამუშაო ჯგუფები წარმოადგენენ საბჭოს ფარგლებში არსებულ ინსტიტუციონალურ ორგანოს, რომელთა შეხვედრები იმართება რეგულარულად. სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დონორი/საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები. სამუშაო ჯგუფის მანდატი განისაზღვრა და შეთანხმებულ იქნა თითოეული სამუშაო ჯგუფისა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ. სამუშაო ჯგუფების ფუნქციები ასევე მოიცავს:
-    სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას
-    შესაბამის სფეროებში საკანონმდებლო ცვლილებებისა და კანონპროექტების განხილვას
-    სხვადასხვა საკითხების განხილვასა და საბჭოს წინაშე წარდგენას

ზემოთხსენებულ პრიორიტეტულ სფეროებში სამუშაო ჯგუფების შექმნა განპირობებული იყო მიმდინარე რეფორმების დეტალურად განხილვის მიზნით. კერძოდ, 2009 წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განსხვავებით 2005 წლის სტრატეგიისა მოიცავს ორ ახალ კომპონენტს - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას და პრობაციას.  ამასთანავე, პენიტენციური სისტემის ინსტიტუციონალურმა გამოწვევებმა საჭირო გახადა სრულყოფილი სტრატეგიის შემუშავება, მაშინ როცა იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს ახლად შექმნილ ინსტიტუტს.

2010 წელს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შექმნილიყო დამატებით სამუშაო ჯგუფები, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებისა და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაციის გაცვლისა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების  მიზნით. სამუშაო ჯგუფები შეიქმნა შემდეგი მიმართულებებით: სისხლის სამართლის კანონმდებლობა, პოლიცია, სასამართლო და პროკურატურა.  

თითოეულ სამუშაო ჯგუფს ჰყავს მომხსენებელი/თანა-მომსხენებელი:
1.   არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - ნინო სარიშვილი (იუსტიციის სამინისტრო);  აარონ გრინბერგი (გაეროს ბავშვთა ფონდი); ანტონ ქელბაქიანი (არასრილწლოვანთა სპეციალური დაწესებულების დირექტორი);
2.    პენიტენციური სისტემის რეფორმა - ნატო გუგავა (სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო)დავით მაისურაძე, დანაშაულის პრევენციის ცენტრი
3.    პრობაცია - გიორგი არსოშვილი (პრობაციის ეროვნული სააგენტო)
4.    იურიდიული დახმარება - ალექსანდრე ბარამიძე (იუსტიციის მინისტროს მოადგილე); მელიტონ ბენიძე (იურიდიული დახმარების სამსახური)
5.    სისხლის სამართლის კანონმდებლობა - ალექსანდრე ბარამიძე (იუსტიციის სამინისტრის მოადგილე)იოსებ ბარათაშვილი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია)
6.    პოლიცია - ეკატერინე მაჭავარიანი (შინაგან საქმეთა სამინისტრო)
7.    სასამართლო - თეა წულუკიანი (იუსტიციის მინისტრი); მერაბ გაბინაშვილი  (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე)
8.    პროკურატურა - კახაბერ წერეთელი ( მთავარი პროკურატურის ოფისი)
9.    სტატისტიკა - რუსუდან მიხელიძე (იუსტიციის სამინისტრო)

თანდართული მასალები:

 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამუშაო ჯგუფი:
 სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფი:
პრობაციის სამუშაო ჯგუფი 
იურიდიული დახმარების სამუშაო ჯგუფი:
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი:
სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფი:
  • სამუშაო ჯგუფის მანდატი
  • სამუშაო ჯგუფის წევრები
სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის კონცეფცია
ევროპის საბჭოს შედარებითი ანალიზი ნაფიცმსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტზე
  1. 2013 წლის 21 იანვრის შეხვედრის ოქმი
  2. 2013 წლის 13 თებერვლის შეხვედრის ოქმი
  3. 2013 წლის 15-17 მარტის შეხევდრის ოქმი
  4. 2013 წლის29 მარტის შეხვედრის ოქმი
პროკურატურის სამუშაო ჯგუფი:

Ad Hoc სამუშაო სამუშაო ჯგუფი