უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს შემადგენლობაში შედის საბჭოს მდივანი და ეროვნული კოორდინატორი.

სამდივნო ეროვნული კოორდინატორის მეშვეობით ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დახმარებას უწევს როგორც საბჭოს, ასევე სამუშაო ჯგუფებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს. საბჭოს მდივანი უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო უწყებების საქმიანობების კოორდინაცია.

საკოორდინაციო საბჭოს მეოთხე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამდივნო უფლებამოსილია განახორციელოს სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმინაობის მონიტორინგი. სამდივნოს უფლებამოსილება  ასევე ითვალისწინებს საქმიანობის პროგრესს ანგარიშის მომზადებასა და საბჭოსთვის წარდგენას.

პროგრესს ანგარიშები მზადდება საბჭოს სამდივნოს მიერ რეფორმის მიმართულებების მიხედვით სამუშაო ჯგუფების მომხსენებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. სამდივნო ამზადებს წლიურ პროგრესს ანგარიშებს, რომლებიც ხელმისაწვდომია სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საბჭოს ვებ-გვერდზე, მოცემულ ბმულზე: http://www.justice.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=256

ამასთან, სამდივნო სამუშაო ჯგუფების მომხსენებლებთან თანამშრომლობით ამზადებს რეფორმის მონიტორინგის ჩარჩო დოკუმენტებს თითოეული მიმართულებისთვის. აღნიშნული მონიტორინგის ჩარჩო დოკუმენტები ასევე ხელმისაწვდომია სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საბჭოს ვებ-გვერდზე, მოცემულ ბმულზე:http://www.justice.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=258

ამასთანავე, საბჭოს მიზანია დონორთა და სამოქალაქო საზოგადოების  კონფერენციების ორგანიზებით კოორდინაცია გაუწიოს დონორთა მხარდაჭერას სისხლის სამართლის სფეროში. სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად თანაბარ დონეზე მონაწილეობენ სისხლის სამართლის ღონისძიებებში, ისევე როგორც სისხლის სამართლის საბჭოსა და შესაბამისი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.

სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა 3 გაერთიანებული კონფერენცია სისხლის სამართლის დონორებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის.
გარდა ამისა, სამდივნოს კოორდინაციით სისხლის სამართლის სისტემის რეფორმაში ჩართული უწყებებსა და  დონორ ორგანიზაციებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. Mმემორანდუმი მიზნად ისახავს:

- სისხლის სამართლის რეფორმის სისტემის პროგრამის გარე დახმარების ეფექტურობის გაზრდას;
- რეფორმის ფარგლებში არსებულ ძალისხმევათა კოორდინაციის გაუმჯობესებას;
- სისხლის სამართლის სისტემის პოლიტიკისა და მომსახურეობის გაძლიერებისა და გააქტიურების მიზნით, სისხლის სამართლის სექტორის გაუმჯობესებასა და მხარდაჭერას;

- სექტორში მიმდინარე პროცესების მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას;
- საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში საქართველოს მხარდაჭერას;
სამდივნო მემორანდუმის საფუძველზე  უზრუნველყოფს დონორთა აქტივობების კოორდინაციას სისხლის სამართლის სფეროში. შესაბამისად, დონორი ორგანიზაციები სამდივნოს აწვდიან ინფორმაციას მიმდინარე პროექტებზე, სპეციალური საინფორმაციო ფურცლის მეშვეობით. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საბჭოს ვებ-გვერდზე, მოცემულ ბმულზე:http://www.justice.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=257


საბჭოს მდივანი
ქ-ნ რუსუდან მიხელიძე
იუსტიციის სამინისტრო
0133 თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 32 2405795
      +995 32 2405097

ელ-ფოსტა:rmikhelidze@justice.gov.ge

ეროვნული კოორდინატორი
ქ-ნ ნათია ოდიშარია
იუსტიციის სამინისტრო
0133 თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 32 2405097
      +995 32 2405794
ელ-ფოსტა:nodisharia@justice.geo.ge


სამდივნოს მასალები
ა. ცხრილი 1
ბ. ცხრილი 2
გ. მონიტორინგის მექანიზმის ცხრილი 1(eng)
დ. მონიტორინგის მექანიზმის ცხრილი 2

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია
ა. პრეზენტაციის დღის წესრიგი და ოქმი
ბ. პრეზენტაციები და სურათები
დონორთა კოორდინაცია
ა. ინფორმაცია სისხლის სამართლის სფეროში მოღვაწე დონორთა შესახებ (eng)
ბ. ბაზალეთის კონფერენცია (eng)
- სისხლის სამართლის დონორთა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა/კონფერენცია 10-13 ოქტომბერი, 2011
ა. კონფერენციის დღის წესრიგი
ბ. მონაწილეთა სია
გ. პრეზენტაციები
-საზოგაროებრივი პროკურატურის საბჭოს სხდომა 6 დეკემბერი 2011
ა. დღის წესრიგი
ბ. პრეზენტაციები