2008 წლის 13 დეკემბრის პრეზიდენტის ბრძანებულება # 591 საფუძველზე შეიქმნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. საბჭო უფლებამოსილია შეუმუშაოს და განახორციელოს სისხლის სამართლის რეფორმა საერთაშორისო სტრანდარტების გათვალისწინებით, ასევე კოორდინაცია გაუწიოს სისხლის სამართლის სფეროში საუწყებათაშორისო საქმიანობას. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედის  როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. საკოორდინაციო საბჭოს წესდება განსაზღვრავს საბჭოს წევრობასა და ფუნქციებს.

საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით სისხლის სამართლის რეფორმის თაობაზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
  • სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის შემუშავება და პერიოდული განახლება;
  • სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის შემუშავების პროცესში უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
  • სასჯელაღსრულების, პრობაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეებზე, სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების სფეროებს მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები იმართება მინიმუმ ექვს თვეში ერთხელ. სულ დაარსებიდან გაიმართა საბჭოს ცხრა სხდომა.

თანდართული მასალები:
საბჭოს განახლებული წესდება
ბროშურის ელექტრონული ვერსია
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის 2012 ანგარიში

საბჭოს სხდომების ოქმები:
ა) I სხდომა
ბ) II სხდომა
გ) III სხდომა
დ) IV სხდომა
ე) V სხდომა
ვ) VI სხდომა
ზ) VII სხდომა
თ) VIII სხდომა
ი) IX სხდომა