ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან ერთად სამდივნომ შეიმუშავა ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების მონიტორინგისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგია. 

მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის მიზანია შეაფასოს ანტიკორუფციული სტრატეგიითა და მისი შესრულების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციის პროცესი, ასევე მიღწეული შედეგები, მათი ეფექტიანობა და გამოავლინოს არსებული ხარვეზები.

მონიტორინგის და შეფასების ახალი მექანიზმი მოიცავს შემდეგ სამ კომპონენტს:
  1. პროგრესის შესახებ ანგარიში და მონიტორინგის ჩარჩო, რომელშიც ასახული იქნება პასუხისმგებელი უწყებისაგან 6 თვეში ერთხელ სამდივნოსათვის მიწოდებული ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სამიზნეების მიღწევის პროცესი და მიღწეული შედეგები;
  2. მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც ასახული იქნება ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში პასუხისმგებელი უწყების მიერ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების პროცესი და მიღწეული შედეგები;
  3. შეფასების ანგარიში, რომელიც მიზნად ისახავს ორი საანგარიშო წლის განმავლობაში პასუხისმგებელი უწყებების მიერ განსაზღვრული მიზნების მიღწევისა და მათი ეფექტიანობის შეფასებას შედეგებზე ორიენტირებული ინდიკატორების გამოყენებით.
2015 წლის პირველი ექვსი თვის პროგრესის შესახებ ანგარიში და მონიტორინგის ჩარჩო მომზადდა 2015 წელს და დამტკიცდა ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე 2015 წლის 10 ივლისს.

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს შეფასებით 2015 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით პასუხისმგებელი უწყებების მიერ მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულ იქნა.

1. ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესის შესახებ ანგარიში (2015, II).
2. ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიში (2015);
3. ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ჩარჩო 2015(II);
4. ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესის ანგარიში 2016;
5. ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების  მონიტორინგის ანგარიში 2016;
6. ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ჩარჩო 2016.