სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ეფექტიანი და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. რეფორმები ხორციელდება შემდეგი მიმართულებით:
  • არასრულწლოვანთა დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია;
  • საკანონმდებლობის ბაზის დახვეწა;
  • პასუხისმგებლობისა და საპატიმრო სასჯელის ალტერნატივების შემუშავება და დანერგვა;
  • კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია;
  • არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება და მუდმივი გადამზადება;
  • კვლევისა და ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერება, სტატისტიკის დახვეწა.