კიბერდანაშაული თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი გამოწვევაა. მაშინ, როდესაც საზოგადოება უფრო და უფრო იყენებს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, სახელმწიფო სულ უფრო მეტ მომსახურებას აწვდის მოქალაქეებს ელექტრონულად, კიბერდანაშაულის საფრთხე ქვეყანაში დღითიდღე იზრდება. 

საქართველოსათვის კიბერდანაშაულისა და კიბერუსაფრთხოების პრობლემატიკა განსაკუთრებით მწვავედ დადგა 2008 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც მასობრივი კიბერ-შეტევები განხორციელდა სამთავრობო და არასამთავრობო ინტერნეტ-რესურსებზე.