გენერალური ინსპექცია არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

გენერალური ინსპექციის ამოცანები და ფუნქციებია:
 
•    იუსტიციის სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების, დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი.

•    სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

•    სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

•    სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე კონტროლის განხორციელება;

•    კანონმდებლობით დადგენილი წესით წინასწარი გამოძიების ჩატარება სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე-335-ე, 337-ე-342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში;

•    მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო აღმასრულებლის საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელება „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანების შესაბამისად.

•    სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელება „ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერლის №177 ბრძანების შესაბამისად.
 

როგორ დავუკავშირდეთ გენერალურ ინსპექციას:
  • განცხადების/საჩივრის იუსტიციის სამინისტროს კანცელარიაში შეტანა
  • გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზზე შეტყობინების დატოვება
  • იუსტიციის სამიისტროს ვებგვერდიდან გენერალურ ინსპექციის ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნა
მისამართი გორგალის 24 ა
გენერალურ ინსპექციაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 2 40 55 99
გენერალური ინსპექციის ელექტრონული მისამართი:
უსაფრთხოების კოდი