პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის  ბრძანებულება №591-ის საფუძველზე შეიქმნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. საბჭო უფლებამოსილია, შეიმუშაოს და განახორციელოს სისხლის სამართლის რეფორმა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ასევე, კოორდინაცია გაუწიოს სისხლის სამართლის სფეროში საუწყებათაშორისო საქმიანობას. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან  როგორც სამთავრობო უწყებების, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. საკოორდინაციო საბჭოს წესდება განსაზღვრავს საბჭოს წევრობასა და ფუნქციებს.

საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

-    საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით სისხლის სამართლის რეფორმის თაობაზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
-    სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის შემუშავება და პერიოდული განახლება;
-    სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის შემუშავების პროცესში უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
-    სასჯელაღსრულების, პრობაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეებზე სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების სფეროებს მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები იმართება, სულ მცირე, ექვს თვეში ერთხელ. დაარსებიდან დღემდე გაიმართა საბჭოს 9 სხდომა.

- განახლებული წესდება 2014
- საბჭოს განახლებული წესდება 2012

- ბროშურის ელექტრონული ვერსია

- სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2012 წლის პროგრესის ანგარიში
- სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2013 წლის პროგრესის ანგარიში

- სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2014 წლის პროგრესის ანგარიში
-
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2015 წლის პროგრესის ანგარიში
- სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2016 წლის პროგრესის ანგარიში

 

- საბჭოს სხდომების ოქმები:

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო
 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს შემადგენლობაში შედიან საბჭოს მდივანი და ეროვნული კოორდინატორი.

სამდივნო ეროვნული კოორდინატორის მეშვეობით ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დახმარებას უწევს როგორც საბჭოს, ისე სამუშაო ჯგუფებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს. საბჭოს მდივანი უფლებამოსილია, განახორციელოს სახელმწიფო უწყებების საქმიანობების კოორდინაცია.

საკოორდინაციო საბჭოს მეოთხე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამდივნო უფლებამოსილია, განახორციელოს სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის მონიტორინგი. სამდივნოს უფლებამოსილება, ასევე, ითვალისწინებს საქმიანობის პროგრესანგარიშის მომზადებასა და საბჭოსთვის წარდგენას.

პროგრესანგარიშებს ამზადებს საბჭოს სამდივნო რეფორმის მიმართულებების მიხედვით სამუშაო ჯგუფების მომხსენებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

ამასთან, სამდივნო სამუშაო ჯგუფების მომხსენებლებთან თანამშრომლობით ამზადებს რეფორმის მონიტორინგის ჩარჩო დოკუმენტებს თითოეული მიმართულებისთვის.

ამასთან, საბჭოს მიზანია, დონორთა და სამოქალაქო საზოგადოების  კონფერენციების ორგანიზებით კოორდინაცია გაუწიოს დონორთა მხარდაჭერას სისხლის სამართლის სფეროში. სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად თანაბარ დონეზე მონაწილეობენ სისხლის სამართლის ღონისძიებებში, ისევე, როგორც სისხლის სამართლის საბჭოსა და შესაბამისი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.

სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა 3 გაერთიანებული კონფერენცია სისხლის სამართლის დონორებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის.
გარდა ამისა, სამდივნოს კოორდინაციით სისხლის სამართლის სისტემის რეფორმაში ჩართულ უწყებებსა და  დონორ ორგანიზაციებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი მიზნად ისახავს:

- სისხლის სამართლის რეფორმის სისტემის პროგრამის გარე დახმარების ეფექტიანობის გაზრდას;
- რეფორმის ფარგლებში არსებულ ძალისხმევათა კოორდინაციის გაუმჯობესებას;
- სისხლის სამართლის სისტემის პოლიტიკისა და მომსახურების გაძლიერებისა და გააქტიურების მიზნით, სისხლის სამართლის სექტორის გაუმჯობესებასა და მხარდაჭერას;

- სექტორში მიმდინარე პროცესების მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას;
- საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში საქართველოს მხარდაჭერას.
სამდივნო მემორანდუმის საფუძველზე  უზრუნველყოფს დონორთა აქტივობების კოორდინაციას სისხლის სამართლის სფეროში. შესაბამისად, დონორი ორგანიზაციები სამდივნოს აწვდიან ინფორმაციას მიმდინარე პროექტებზე სპეციალური საინფორმაციო ფურცლის მეშვეობით.



საბჭოს მდივანი
ზურაბ სანიკიძე
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
0133, თბილისი, საქართველო, თბილისი,
გორგასლის 24 ა;
ტელ.: +995 32 2405795 +995 32 2405097
ელფოსტა:zsanikidze@justice.gov.ge

ეროვნული კოორდინატორი
ნათია ოდიშარია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
0133, თბილისი, საქართველო, თბილისი,
გორგასლის 24 ა;
ტელ.: +995 32 2405097
+995 32 2405794
ელფოსტა:nodisharia@justice.geo.ge


სამდივნოს მასალები
ა. ცხრილი 1
ბ. ცხრილი 2
გ. მონიტორინგის მექანიზმის ცხრილი 1(eng)
დ. მონიტორინგის მექანიზმის ცხრილი 2

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია
ა. პრეზენტაციის დღის წესრიგი და ოქმი
ბ. პრეზენტაციები და სურათები

დონორთა კოორდინაცია
ა. ინფორმაცია სისხლის სამართლის სფეროში მოღვაწე დონორთა შესახებ (eng)
ბ. ბაზალეთის კონფერენცია (eng)

- სისხლის სამართლის დონორთა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა/კონფერენცია 10-13 ოქტომბერი, 2011;
ა. კონფერენციის დღის წესრიგი
ბ. მონაწილეთა სია
გ. პრეზენტაციები

-საზოგადოებრივი პროკურატურის საბჭოს სხდომა, 6 დეკემბერი, 2011;
ა. დღის წესრიგი
ბ. პრეზენტაციები

2008 წლის 13 დეკემბრის პრეზიდენტის ბრძანებულება # 591 საფუძველზე შეიქმნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. საბჭო უფლებამოსილია შეუმუშაოს და განახორციელოს სისხლის სამართლის რეფორმა საერთაშორისო სტრანდარტების გათვალისწინებით, ასევე კოორდინაცია გაუწიოს სისხლის სამართლის სფეროში საუწყებათაშორისო საქმიანობას. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედის  როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. საკოორდინაციო საბჭოს წესდება განსაზღვრავს საბჭოს წევრობასა და ფუნქციებს.

საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
-    საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით სისხლის სამართლის რეფორმის თაობაზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
-    სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის შემუშავება და პერიოდული განახლება;
-    სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის შემუშავების პროცესში უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
-    სასჯელაღსრულების, პრობაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეებზე, სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების სფეროებს მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები იმართება მინიმუმ ექვს თვეში ერთხელ. სულ დაარსებიდან გაიმართა საბჭოს ცხრა სხდომა.

თანდართული მასალები:
- საბჭოს განახლებული წესდება

- ბროშურის ელექტრონული ვერსია

- სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის 2012 ანგარიში

- საბჭოს სხდომების ოქმები:
ა) I სხდომა
ბ) II სხდომა
გ) III სხდომა
დ) IV სხდომა
ე) V სხდომა
ვ) VI სხდომა
ზ) VII სხდომა
თ) VIII სხდომა
ი) IX სხდომა

- See more at: http://www.justice.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=256&lang_id=GEO#sthash.VnBKtO4B.dpuf