ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის  (სამოქმედო გეგმა) შესრულების შუალედური ანგარიშის სამუშაო ვერსია გამოქვეყნებულია საჯარო კომენტარებისთვის.

გთხოვთ, ანგარიშთან დაკავშირებული კომენტარები მოგვაწოდოთ ღია მმართველობა საქართველოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: ogpgeorgia@justice.gov.ge 2017 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით.

ანგარიში შემუშავებულია ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) მიერ გეგმით გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით გამართული განხილვების საფუძველზე.
საქართველოს მეორე 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა 24 პასუხისმგებელი უწყების მიერ ნაკისრი 27 სხვადასხვა ვალდებულებით ეხმიანება OGP-ის ხუთივე გამოწვევას:

1.    საჯარო მომსახურების გაუმჯობესება
2.    საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა
3.    საჯარო რესურსების უკეთესი მართვა
4.    უსაფრთხო გარემოს შექმნა
5.    კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება.

წინამდებარე ანგარიში აღწერს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას 2017 წლის ივნისის მდგომარეობით.

2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში  (პირველადი ვერსია საჯარო კომენტარებისთვის).